New England Patriots-ის ვარსკვლავმა და ამერიკული ფეხბურთის პროფესიონალმა მოთამაშემ ტომ ბრეიდიმ Aston Martin-ის ახალი სპორტქარის შექმნაში მიიღო მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ ლიმიტირებულ სიახლეს გრძელი დასახელება აქვს: Tom Brady Signature Edition Aston Martin Vanquish S Volante. ბრიტანული საავტომობილო გამოცემების მიხედვით, ავტომობილი პროგრამის Q by Aston Martin ფარგლებში შეიქმნა, რომელიც ბრენდის მხოლოდ ლოიალური კლიენტებისთვის არის ხელმისაწვდომი.
ამერიკელმა სპორტსმენმა არჩევანი მოდურ კაბრიოლეტზე Aston Martin Volante S-ზე შეაჩერა. ავტომობილმა გარდა ფეხბურთელის ინიციალებისა, მიიღო განსაკუთრებული ლურჯი ფერი Ultramarine Black. სალონში უნიკალური დიზაინის ტყავის სავარძლები და საჭის ექსკლუზიური გაწყობა გამოიყენეს.
ატომობილის ტირაჟი 12 ერთეულია, რომელტაგან თითოეული 360 000 დოლარია.