LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტომ ფორდის ახალ ფილმში ადელის სამსახიობო დებიუტი შედგება – კინოსურათის სამსახიობო შემადგენლობა ცნობილია

111
photo-collage.png (39)

ტომ ფორდი მესამე სარეჟისორო პროექტზე მუშაობას იწყებს. ცნობილი გახდა, რომ 2009 და 2016 წლებში გადაღებული ორი წარმატებული ფილმის – A Single Man და Nocturnal Animals შემდეგ, ფორდი რეჟისორის ამპლუას კიდევ ერთხელ მოირგებს და ამჯერად, ენ რაისის 1982 წლის ნოველის – Cry to Heaven ადაპტაციას შემოგვთავაზებს.

ნაწარმოების მხატვრულ ეკრანიზაციას ვარსკვლავური სამსახიობო შემადგენლობა ეყოლება. კინოსურათში მონაწილეობას ნიკოლას ჰოლტი, აარონ ტაილორ-ჯონსონი, კიარან ჰაინდსი, ჯორჯ მაკქეი, მარკ სტრონგი, კოლინ ფერტი, ოუენ კუპერი, ჰანტერ შაფერი და მრავალი სხვა მიიღებს.

ამასთან, ფილმში ადელის სამსახიობო დებიუტიც შედგება.

კინოსურათში მოქმედება მე-18 საუკუნის იტალიაში განვითარდება. მისი გადაღებები მომავალი წლის იანვრის შუა რიცხვებში დაიწყება, ხოლო პრემიერა, სავარაუდოდ, შემოდგომაზე შედგება.

ფილმი ნოველას დაეფუძნება და ვენეციელი დიდგვაროვნისა და კალაბრიელი კასტრირებული მომღერლის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც ოპერის სამყაროში წარმატების მიღწევას ცდილობენ. სიუჟეტი იდენტობის, ღალატის, სიყვარულისა და პიროვნული თავისუფლებისკენ სწრაფვის თემებს ეხება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები