LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტომ ჰარდი ალ კაპონეს განასახიერებს

163

ფილმი „ფონზო“ ცნობილი განგსტერის, ალ კაპონეს შესახებ, ეკრანებზე 2018 წელს გამოვა. მთავარ როლს კი მასში ტომ ჰარდი შეასრულებს. ეს ინფორმაცია პროექტის რეჟისორმა, ჯოშ ტრანკმა დაადასტურა.

ტრანკისა და ჰარდის თანამშრომლობის შესახებ ცნობილი 2016 წელს გახდა. გადაღებები ზაფხულში დაიწყება , პრემიერა კი მომდევნო წელს შედგება.

ფილმში მოვლენები იმ დროიდან განვითარდება, როდესაც კაპონე 47 წლის გახდა და 10 წლით ციხეში ჩაჯდომა მოუწია. განგსტერი ციხიდან სასიკვდილო ავადმყოფობით გამოვიდა და 1947 წელს გარდაიცვალა.

…. F O N Z O H A R D Y 2 0 1 8 @bronstudios (Illustration by Troy Morgan)

A post shared by Josh Trank (@joshuatrank) on

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები