LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტომ ჰენქსმა ამერიკელებს სიმშვიდისკენ მოუწოდა

105

ტომ ჰენქსმა ამერიკელებს მოუწოდა, დამშვიდდნენ. The Washington Post-ის ინფორმაციით, მსახიობს დონალდ ტრამპის გამარჯვების გამო გამოწვეული მასობრივი ღელვა ძალიან ადარდებს. ჰენქსი ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში სიტყვით გამოვიდა და გარდა საკუთარი ცხოვრებისა, მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზეც ისაუბრა.

ღონისძიებას უამრავ ვარსკვლავთან ერთად სტივენ სპილბერგი, ემა უოტსონი და სტივ მარტინიც ესწრებოდნენ.

ოსკაროსანი მსახიობი დარწმუნებულია, რომ ყველაფერი კარგად იქნება და “ამერიკას ამაზე რთული დღეებიც გადაუტანია”.

ჰენქსის თქმით, ყველაზე მთავარი ის არის, რომ ამერიკელები ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევის უფლებას არავის მისცემენ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g