ტეილორ სვიფტი და ტომ ჰიდლსტონი მზად არიან თავისი ურთიერთობა ახალ ეტაპზე აიყვანონ. წყვილთან დაახლოებული წყაროს ცნობით, სულ მალე მომღერალი და მსახიობი საცოლესა და საქმროს სტატუსებს მიიღებენ.
„ტომი მისი ოცნების მამაკაცია. ის ძალიან რომანტიული, ნაზი და გალანტურია, და ყველაფერს სწორედ აკეთებს. ის გეგმავს, რომ ტეილორს უახლოეს მომავალში სთხოვოს ხელი და გული“, – აცხადებს წყარო. „ის მას დათანხმდება, ამაში ეჭვი არავის ეპარება, რადგან სვიფტს უზომოდ უყვარს ჰიდლსტონი“ – ყვება წყარო.
