LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტომ ჰიდლსტონმა ტეილორ სვიფტთან რომანზე ისაუბრა

63

ტომ ჰიდლსტონისა და ტეილორ სვიფტის ტომანი სულ რამდენიმე თვე გაგრძელდა, თუმცა მათ შესახებ თითქმის მთელი მსოფლიო ლაპარაკობდა და მიიჩნევდა, რომ ეს ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელდებოდა. ასეც მოხდა, მაგრამ რომანი ყოველგვარი სკანდალის გარეშე დასრულდა და დღეს ისინი მეგობრობენ.

გაზეთ Evening Standard-თან ინტერვიუში, 36 წლის მსახიობმა სვიფტთან ერთად გატარებული პერიოდი გაიხსენა და განაცხადა, რომ მას მხოლოდ ნათელი და დადებითი მოგონებები აქვს.

„ტეილორი – გასაოცარი ქალია. ის ერთ-ერთი ყველაზე კეთილი და გულუხვი ადამიანია, ვისაც ვიცნობ. ჩვენი რომანი ჩემი ცხოვრების ულამაზესი ნაწილია. ამ ეტაპზე მხოლოდ სამსახურზე ვარ ორიენტირებული და თავისუფალი ვარ“, – განაცხადა ჰიდლსტონმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები