მსოფლიოში ყველაზე ცნობილი საიენტოლოგი ტომ კრუზი საკუთარი რელიგიის პოპულარიზაციას მუდმივად ცდილობს, ამისთვის კი მსახიობს სხვა ცნობილი ადამიანების მხარდაჭერაც სჭირდება. ავსტრალიაში საიენტოლოგიის გასაძლიერებლად კრუზმა გადაწყვიტა, ავსტრალიელ მარგო რობის მიმართოს.
„ტომი მაქსიმალურად ცდილობს, დააინტერესოს მარგო საიენტოლოგიით. ოცნებობს, რომ აღნიშნული რელიგიური მიმდინარეობა მასთან ერთად სხვა ცნობილმა ადამიანებმაც გაავრცელონ ხალხში. კრუზმა რობის უთხრა, რომ მას საიენტოლოგიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი რამის გაკეთება შეუძლია,“ – ამბობს მსახიობთან დაახლოებული წყარო.