LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტომ კრუზი გადასაღებ მოედანზე დაბრუნდა

112

ტომ კრუზი ფილმის „შეუსრულებელი მისია 6“გადამღებ ჯგუფს დაუბრუნდა. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail-ზე გამოქვეყნებული ექსკლუზიური ფოტოები მოწმობს, რომლებზეც კრუზი მისთვის ჩვეულ ტრიუკებს ასრულებს.

ცხადია, რომ კრუზმა პირობა შეასრულა, მიღებული ტრავმის შემდეგ მას დიდხანს არ დაუსვენია და სამსახურს მალევე დაუბრუნდა.

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის აგვისტოში ვარსკვლავი გადასაღებ მოედანზე ერთ-ერთი ტრიუკის შესრულების დროს დაშავდა. ერთი შენობიდან ის მეორეზე ხტებოდა, რომლის დროსაც, როგორც ჩანს, მან მანძილი ვერ გათვალა და კედელს დაეჯახა. შედეგად მან ფეხის ტერფის ორი ძვალი გაიტეხა.

აღსანიშნავია, რომ ტომ კრუზი იმ იშვიათი მსახიობების რიცხვს განეკუთვნება, რომელიც კასკადიორების მომსახურებით თითქმის არასოდეს სარგებლობს და საკმაოდ რთულ ტრიუკებსაც კი დამოუკიდებლად ასრულებს.

„შეუსრულებელი მისიის“ მეექვსე ნაწილში მას პარტნიორობას რებეკა ფერგიუსონი, ჰენრი კავილი, ალეკ ბოლდუინი და სხვა მსახიობები უწევენ. დიდ ეკრანებზე კი ფილმი 2018 წლის 26 ივლისს გამოვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები