LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტომ კრუზი ქონებას ყიდის

159

„შეუსრულებელი მისიის“ ვარსკვლავმა გასაყიდად რამდენიმე მდიდრული საცხოვრებელი გამოიტანა.

ამერიკული კინოს ვარსკვლავი სასექსის საგრაფოში მდებარე მდიდრულ ვილას ყიდის, რომელიც 1000 კვადრატულ მეტრზეა განთავსებული და რომლის ფასიც 4,95 მილიონი ფუნტი სტერლინგია. სახლში ექვსი საძინებელი და ხუთი აბაზანაა.

კრუზის უძრავი ქონება საიენტოლოგიის ეკლესიის ბრიტანული შტაბ-ბინის მახლობლად მდებარეობს, რატომ გადაწყვიტა მსახიობმა მისი გაყიდვა, ამ დროისთვის უცნობია.

აღნიშნული ვილის გარდა, კრუზი ასევე ბევერლი-ჰილსზე მდებარე გიგანტურ სასახლესაც ყიდის, რომელიც 50 მილიონ დოლარად არის შეფასებული. საუბარია ასევე კოლორადოში მდებარე ვილაზეც.

არსებობს არაოფიციალური ვარაუდი, რომ ტომ კრუზი საიენტოლოგიის დატოვებას გეგმავს და მისი ეს გადაწყვეტილებაც სწორედ ამ მიზეზს უკავშირდება.

690x460_1_ed591da20841be0db6b3507fc189fa2f@690x460_0xd42ee42a_16982163731451386069

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები