LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტომ კრუზი საიენტოლოგიას ტოვებს

615

ტომ კრუზი საიენტოლოგიას ტოვებს, ამ დაუჯერებელ ამბავს დასავლური საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ. ჟურნალ OK!-ს წყარო ამტკიცებს, რომ 53 წლის მსახიობის გადაწყვეტილება ახალი რომანია.

ინფორმატორის ცნობით, კრუზის ახალი მეგობარი ქალი ანაბელ უოლისია, რომელმაც მსახიობს ულტიმატუმი წაუყენა – ანაბელი მზად არის, ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადავიდეს, თუ კრუზი საიენტოლოგიურ ეკლესიას დატოვებს.

„ანაბელს ძალიან უყვარს ტომი და სურს, მასთან მეტი დრო გაატაროს, თუმცა ის არ არის საიენტოლოგი და არც აინტერესებს მათი სწავლება,“ – ამბობს ინფორმატორი.

მისივე თქმით, უოლისმა იძულებული გახადა ტომი, გადახედოს საკუთარ რელიგიურ შეხედულებებს.

„ტომი ყოველთვის ეკლესიის სასარგებლოდ იღებდა გადაწყვეტილებებს, იმის მიუხედავად, რომ მისთვის დადებითი შედეგი არასოდეს მოჰქონდა. ანაბელმა შეძლო კრუზი დაეფიქრებინა,“ – ამბობს ჟურნალის წყარო.

ინფორმაცია ბევრს არადამაჯერებლად ეჩვენება, რადგან სწორედ ეკლესიის გამო ტომ კრუზმა საკუთარი შვილი, სური მიატოვა და მას წლების მანძილზე არ ნახულობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები