LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტომ კრუზმა დედა დაკარგა

90

ცნობილი მსახიობის ტომ კრუზის დედა ჯერ კიდევ გაზაფხულზე, აპრილის თვეში გაუჩინარდა, თუმცა პრესისთვის ამის შესახებ სულ ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი. ბოლოს, 78 წლის მერი ლი საუსი ლოს-ანჯელესის საენტოლოგიის ცენტრში ნახეს, სადაც ტომ კრუზია გაწევრიანებული.

ერთ-ერთმა უცხოურმა საიტმა მოხუცი ქალბატონის გაუჩინერაბაში საენტოლოგები დაადანაშაულა. ონლაინ-გამოცემის ვეერსიით, დედის გატაცებით საენტოლოგები ტომ კრუზს აშანტაჟებენ და ემუქრებიან. როგორც ამბობენ, მსახიობს  ე.წ. ”რწმენის კრიზი” აქვს და საენტოლოგებთან საერთოდ აპირებს ურთიერთობის გაწყვეტას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები