LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტომ კრუზმა ნიკოლ კიდმანს შვილის ქორწილში მისვლა აუკრძალა

2158
cruz

ნიკოლ კიდმანსა და ტომ კრუზს შორის ახალი სკანდალი მწიფდება. ყოფილი მეუღლეები ამჯერად ერთმანეთს შვილის გამო უპირისპირდებიან. 26 წლის იზაბელა და 24 წლის კონორი კიდმანისა და კრუზის მიერ აყვანილი შვილები არიან, თუმცა მათი განქორწინების შემდეგ ბავშვებმა მამასთან ერთად ცხოვრება გადწყვიტეს. მოგვიანებით ორივე მათგანმა საიენტოლოგია მიიღო და დედასთან კავშირი გაწყვიტა.

ცნობილ ხდება, რომ მალე კონორი ქორწინდება და საქორწილო ცერმონიალს ნიკოლ კიდმანი არ დაესწრება. ამის მიზეზი 56 წლის ტომ კრუზის მოთხოვნაა. კონორისთვის მამა ავტორიტეტია და გამომდინარე იქიდან, რომ მისი რჩეულიც საიენტოლოგიის მიმდევარია, ტომ კრუზი მოთხოვნას ის მალევე დათანხმდა. კიდმანი ასევე არ ესწრებოდა ქალიშვილის, იზაბელას ქორწილს. ცოტა ხნის წინ ინტერვიუში მან პირველად ისაუბრა ამ თემაზე და საიენტოლოგია მკაცრად გააკრიტიკა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g