LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტომ კრუზმა სიძე რელიგიის გამო დაიწუნა

101

რომ კრუზისა და ნიკოლ კიდმანის 22 წლის ქალიშვილის – იზაბელას ქორწილი ლონდონში 18 სექტემბერს შედგა. მიუხედავად იმისა, რომ ვარსკვლავურმა წყვილი გოგონას შვილად აყვანის შემდეგ სითბოთი და სიყვარულით ზრდიდა, იზაბელამ არ მიიჩნია საჭიროდ, ქორწილში მშობლები დაეპატიჟა. მიზეზად კი, კიდმანის და კრუზის ქორწილში ყოფნის შემთხვევაში, პაპარაცების ყურადღება დაასახელა.

აღსანიშნავია, რომ ნიკოლ კიდმანი ქორწილის დღეს ლონდონში იმყოფებოდა, თუმცა საზეიმო ცერემონიას არ დასწრებია.

რაც შეეხება ტომ კრუზს, მასთან საქმე სხვაგვარად არის. შვილის ბედნიერებამ მსახიობი ძალიან გაახარა და ქორწილის ხარჯებიც მან გაიღო, თუმცა, როგორც ოჯახთან დაახლოებულმა პირებმა განაცხადეს, ტომს არ ჰქონია სურვილი, ცერემონიას დასწრებოდა, რადგან იზაბელას რჩეული საიენტოლოგი არ არის. რომ კრუზი კი საიენტოლოგიური ეკლესიის ერთგული წევრია და ცოლთან, კეტი ჰოლმსთან გაშორების შემდეგ (რაც ასევე მისი რელიგიის გამო მოხდა, ჰოლმსი აპროტესტებდა საიენტოლოგების  ჩარევას მათ ცხოვრებაში),  შვილს სწორედ ეკლესიის მოთხოვნის გამო არ ნახულობს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g