ტომ კრუზისა და მისი ქალიშვილის, სურის ურთიერთობაზე მედია ბევრს წერს. უკვე აღარავისთვის არის საიდუმლო, რომ საკუთარი რელიგიური შეხედულებების გამო კრუზმა უარი თქვა შვილთან ურთიერთობაზე და უკვე ორწელიწადნახევარია, მას სური არ უნახავს.
როგორც სანდრო წყარო ამტკიცებს, კეტი ჰოლმსთან განქორწინების შემდეგ კრუზი გარკვეული დროის მანძილზე ნახულობდა ქალიშვილს. მოგვიანებით მას SMS-ებითა და Skype-ით ეკონტაქტებოდა. საბოლოოდ კი კავშირი შეწყვიტა. თავად კრუზი ამბობს, რომ საიენტოლოგია არ არის მიზეზი, როს გამოც ის ქალიშვილს ვერ ნახულობს. მსახიობის თქმით, ეს მისი გადატვირთული რეჟიმის ბრალია.
