LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ტომ კრუზთან დაპირისპირება საიენტოლოგიურ ეკლესიასთან დაპირისპირებაა”-ლეა რემინი

50

მსახიონი ლეა რემინი რამდენიმე წლის მანძილზე საიენტოლოგიური ეკლესიის წევრი იყო. სექტის დატოვება მისთვის ძალიან რთული აღმოჩნდა, იგი ამ დრომდე მუშაობს ფსიქოლოგებთან ერთად, რომ საბოლოოდ გათავისუფლდეს საიენტოლოგების გავლენისგან. ინტერვიუში მსახიობი ჰყვება, რატომ არის ასეთი რთული აღნიშნული ეკლესიიდან წამოსვლა და რატომ არავინ აკრიტიკებს მრევლის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან წევრს – ტომ კრუზს.

მისი თქმით, კრუზის საწინააღმდეგო განცხადებას ჰოლივუდში არავინ გააკეთებს. საქმე არ არის პირადი დაპირისპირების და წყენის არიდებაში, არამედ, რემინის თქმით, კრუზთან დაპირისპირება საიენტოლოგიურ ეკლესიასთან დაპირისპირებას ნიშნავს.
„ნებისმიერი ადამიანი, ვინც ტომ კრუზის საწინააღმდეგოდ თუნდაც ერთ სიტყვას იტყვის, მთავარ მტრად შეირაცხება,“ – ამბობს ლეა რემინი.

მისივე თქმით, ადამიანს, რომელიც ამ ეკლესიაში მოხვდება, სოფლმხედველობა რადიკალურად ეცვლება და აღარაფერია საინტერესო, რაც ეკლესიის მიღმა ხდება.

„ჩემთვის ძალიან ძნელი იყო საიენტოლოგიის მიტოვება, მიმაჩნდა, რომ ეს იყო ყველაფერი, მთელი ჩემი ცხოვრება. როდესაც ეკლესიაში დავდიოდი, სამყაროსთან კავშირი დავკარგე. თანდათან კი შემექმნა შთაბეჭდილება, რომ ყველა ჩემი წინააღმდეგი იყო,“ – ამბობს ლეა.

ახლა იგი რეგულარულად სტუმრობს ფსიქოთერაპევტს და საკუთარ შოუს ამზადებს. დროდადრო ინტერვიუებში აკრიტიკებს საიენტოლოგიურ ეკლესიას, რაც აღნიშნული რწმენის აღმსარებლებს ძალიან არ მოსწონთ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები