ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების მაღაზიამ ”ტომი ჰილფიგერი” შემოდგომა-ზამთრის ახალი კოლექცია მიიღო.
როგორც ”ფორტუნას” მაღაზიიდან აცნობეს, კოლექცია ევროპიდან ჩამოვიდა. რაც შეეხება ფერებს, ახალ სამოსში ”ტომი ჰილფიგერის” ტრადიციული ფერები – ლურჯი, წითელი და თეთრი დომინირებს. ამასთან, როგორც მაღაზიაში განმარტეს, შემოდგომა-ზამთრის წლევანდელ ტანსაცმელში ვარდისფერიც ჭარბობს.
მათივე ინფორმაციით, ახალ პროდუქციაზე ფასები აქსესუარების შემთხვევაში 30 ლარიდან იწყება და 300 ლარამდე ადის, ტანსაცმლის ღირებულება 149 ლარიდან იწყება, ფეხსაცმლის შეძენა კი ”ტომი ჰილფიგერში” 279-დან 949 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი.
როგორც მაღაზიაში აღნიშნეს, ამ დროისთვის ”ტომი ჰილფიგერში” ფასდაკლებები არ მიმდინარეობს, ვინაიდან, კოლექცია 100%-ით ახალია და გაზაფხული-ზაფხულის 2016 წლის სამოსი სრულად გაიყიდა.
შეგახსენებთ, ”ტომი ჰილფიგერი” საქართველოში 2014 წლიდანაა წარმოდგენილი და ის ამ ეტაპზე ერთ მაღაზიას თბილისში, რუსთაველის გამზირზე ფლობს.