LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ტომი ჰილფიგერში” საზაფხულო ფასდაკლებებია

86

ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების მაღაზიაში ”ტომი ჰილფიგერი” საზაფხულო აქცია დაიწყო. ფასდაკლებები მაღაზიაში წარმოდგენილ სრულ კოლექციაზე ვრცელდება და ის მთელი ზაფხული გაგრძელდება.

”საზაფხულოდ გადავწყვიტეთ ჩვენი მომხმარებლისთვის საჩუქარი გაგვეკეთებინა. გვაქვს 50%-ამდე ფასდაკლება, უფრო კონკრეტულად 30, 40 და 50%-იანი, რომელიც ვრცელდება როგორც სამოსზე, ისე ფეხსაცმელზე, ზღვის კოლექციასა და აქსესუარებზე”, – განუცხადეს ”ფორტუნას” მაღაზიაში.

მათივე ინფორმაციით, ”ტომი ჰილფიგერში” წარმოდგენილი გაზაფხული-ზაფხულის 2016 წლის კოლექციაზე არსებული ფასები 70-დან 500 ლარამდე მერყეობს. კოლექციაში ბრენდის ოფიციალური ფერების, ლურჯის, თეთრისა და წითლის გარდა, ფერთა სრული გამაა წარმოდგენილი.

”ტომი ჰილფიგერი” საქართველოში 2014 წლიდანაა წარმოდგენილი და ის ამ ეტაპზე ერთ მაღაზიას თბილისში, რუსთაველის გამზირზე ფლობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g