LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტომი ჰილფიგერში” შემოდგომა-ზამთრის ახალი კოლექცია მიიღეს

213

ტანსაცმლის, ფეხსაცმლისა და აქსესუარების მაღაზიამ  „ტომი ჰილფიგერი” შემოდგომა-ზამთრის ახალი კოლექცია მიიღო. როგორც ”ფორტუნას” მაღაზიიდან აცნობეს, კოლექცია ევროპიდან ჩამოვიდა, როგორც ქალების, ისე მამაკაცებისთვის.

„მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, ჩვენთან შეიძინოს შემოდგომა-ზამთრის ტანისამოსი, ასევე ფეხსაცმელი, აქსესუარები, ახალი კოლექციის საათები, ამ სეზონის მოდური ჩანთები. მაღაზიაში ასევე წარმოდგენილია სპორტული ხაზი როგორც მამაკაცის, ასევე ქალბატონის”, – აცხადებენ „ტომი ჰილფიგერში”.

მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის „ტომი ჰილფიგერში” ფასდაკლების აქცია არ მიმდინარეობს, ვინაიდან, კოლექცია 100%-ით ახალია.

„ახალ პროდუქციაზე ფასები ქურთუკების  შემთხვევაში 539 ლარიდან იწყება და 689 ლარამდე ადის, შარვალის ღირებულება 345-415 ლარების ფარგლებშია, პერანგები 239-309 ლარამდე ღირს, სვიტერები – 345 ლარი, ფეხსაცმელი 325-429 ლარამდე, ხოლო პალტოების ფასი 1100-1300 ლარის ფარგლებში მერყეობს”, – განმარტავენ მაღაზიაში.

შეგახსენებთ, „ტომი ჰილფიგერი” საქართველოში 2014 წლიდანაა წარმოდგენილი და ის ამ ეტაპზე ერთ მაღაზიას თბილისში, რუსთაველის გამზირზე 46 ნომერში ფლობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g