LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Tommy Hilfiger-ში ფასდაკლებები დაიწყო

87

მაღაზია Tommy Hilfiger-ი მომხმარებლებს სრულ კოლექციაზე 20, 25 და 30%-იან ფასდაკლებას სთავაზობს. როგორც ”ფორტუნა პლუსს” მაღაზიაში განუცხადეს, ფასდაკლება სეზონის ბოლომდე გაგრძელდება და უკვე აგვისტოს ბოლოს ახალ კოლექციასაც წარმოადგენენ.

მათივე ინფორმაციით, Tommy Hilfiger-ში წარმოდგენილია ქალისა და მამაკაცის ტანისამოსი, ფეხსაცმელი, აქსესუარები, ჩანთები და ა.შ. მსურველებს ტანსაცმლის შეძენა 200-700 ლარის ფარგლებში შეუძლიათ. რაც შეეხება ფეხსაცმელებს, მათი ფასი 250 ლარიდან იწყება. გარდა ამისა, მაღაზიაში მამაკაცების მაისურების შეძენაცაა შესაძლებელი, რომელთა ფასიც 99 ლარიდან 200 ლარამდე მერყეობს.

”მაღაზია Tommy Hilfiger-ი ქართულ ბაზარზე 2014 წელის აგვისტოს თვიდან შემოვიდა. Tommy Hilfiger-ი პრემიუმ ხაზის ბრენდია, რომელიც მსოფლიოში ყველაზე აღიარებული ტანსაცმლის დიზაინერების ჯგუფში შედის. მაღაზიაში ასევე წარმოდგენილია სპორტული სამოსი”, – განმარტეს ”ფორტუნა პლუთან” საუბრისას მაღაზიაში.

Tommy Hilfiger-ის მაღაზია რუსთაველის 46 ნომერში მდებარეობს და ყოველდღე 10:00-დან 22:00 საათამდე მუშაობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები