დღესდღეობით უახლეს სპორტულ ავტომობილებს ჰიბრიდული ძრავებით აწარმოებენ. ეკოლოგიურად უსაფრთხო ავტომობილების ”Green Car Technology” პროგრამის განვითარებამ ძალიან მცირე დროში უდიდეს წარმატებას მიაღწია. ამის დასტურია ის ფაქტიც, რომ 2016 წლის ჟენევის ავტოშოუზე ავტომობილების უმეტესობა სწორედ ეკოლოგიურ უსაფრთხოებაზე იყო ორიენტირებული.
”მწვანე” ავტომობილების რიცხვში მოხვდნენ სუპერქარებიც. მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობა უცნობი ავტომწარმოებლის მოდელები გახლდათ, მსოფლიომ დიდი ყურადღება დაუთქმო და დღესდღეობით უდიდესი პოპულარობით სარგებლობენ.
გთავაზობთ ტოპ 5 ეკოლოგიურად უსაფრთხო სუპექარს, რომელთა დებიუტიც 2016 წელს შედგა:
Rinspeed Etos
ეს ყვითელი ავტომობილი BMW i8 hybrid-ის ბაზაზე დამზადდა და მისგან განსხვავებით, ავტონომიურად, მძღოლის გარეშე შეუძლია გადაადგილება. ამასთანავე მფლობელს უახლეს ტექნოლოგიებსა და კავშირგაბმულობას სთავაზობს.
Rimac Concept_One
ეს ავტომობილი მსოფლიოში პირველი სრულად ელექტრო ჰიპერქარი გახლავთ. ის მხოლოდ 6 ეგზემპლარად დამზადდა და თითოეული მათგანი უკვე გაყიდულია. The Concept_One აღჭურვილია EPPMEM(Extremely Powerful Permanent Magnet Electric Motors) სისტემით, რის გამოც ავტომობილის ძრავის სიმძლავრე 1,088 ცხენის ძალას შეადგენს და 0-დან 100კმ/სთ სიჩქარეს 2,6 წამში ანვითარებს.
DS E-Tense Concept
DS ფრანგული ავტომწარმოებელი კომპანიის Citroen მდიდრული საავტომობილო ხაზი გახლავთ, რომელმაც ჟენევის ავტოშოუზე უნიკალური E-Tence-ს კონცეპტუალური მოდელი წარადგინა. ავტომობილის სიმძლავრე 402 ცხენის ძალა გახლავთ, თუმცა უახლესი ტექნოლოგიების დახმარებით, თითქმის Rimac Concept_One-ს დროში ჩქარდება. მას სრული დამუხტვის შემთხვევაში 224 მილი მანძილის დაფარვა შეუძლია.
Techrules Concept
ეს ავტომობილი ჩინური ელექტრომობილების წარმოების პირველი ოფიციალური სუპერქარი გახლავთ. ავტომობილმა უკვე უამრავი ჯილდო და პრემია დაიმსახურა, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ”ყველაზე მძლავრი და ოპტიმისტური მწვანე ავტომობილი”-ს წოდება გახლავთ. მისი სიმძლავრე 1,030 ცხენის ძალაა, ხოლო სრული დამუხტვის შემთხვევაში მას 1,243 მილი მანძილის დაფარვა შეუძლია.
Arash AF10
კრიტიკოსების შეფასებით, სწორედ ეს ავტომობილი გახდა ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა ჟენევის ავტოშოუზე. ჰიბრიდული ჰიპერქარი 6.2 ლიტრიანი, V8 ტიპის ელექტროძრავითაა აღჭუღვილი და მისი სიმძლავრე 2,080 ცხენის ძალას შეადგენს. 0-დან 100კმ-მდე აჩქარებას კი სულ რაღაც 2,8 წამს ანდომებს. Arash AF10 დღესდღეობით საუკეთესო ”მწვანე” ავტომობილად ითვლება.