LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

TOP 5 ქვეყანა, საიდანაც საქართველოში ყველაზე მეტი ფული შემოვიდა

102

2018 წლის მაისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 130.4 მლნ აშშ დოლარი, 320.1 მლნ ლარი შეადგინა, რაც 13.0 პროცენტით (15.0 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2017 წლის მაისის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93.1 პროცენტი იმ 16 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ მაისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 16 ქვეყანაზე გასული წლის მაისში მთელი ფულადი გზავნილების 93.0 პროცენტი მოდიოდა.

ტოპ 5 ქვეყანა კი, საიდანაც ჩვენს ქვეყანაში მაისში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი შემოვიდა, შემდეგია: რუსეთი, იტალია, აშშ, საბერძნეთი, ისრაელი.

რაც შეეხება გადარიცხვებს, 2018 წლის მაისში საქართველოდან საზღვარგარეთ 19.6 მლნ აშშ დოლარი (48.2 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 18.2 მლნ აშშ დოლარისა (44.1 მლნ ლარისა) გასული წლის მაისში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g