LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტოპ ხუთეულში პირველ ადგილზე ვარ! არ ვიცი! რა ვთქვა“ – ნინი შერმადინი მხარდამჭერებს ემოციურად მიმართავს

12042
ფორტუნა - 2023-08-18T085814.516

მომღერალი ნინი შერმადინი, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ავტორ-შემსრულებლების კონკურსში მონაწილეობს ტოპ ხუთეულში პირველ ადგილზეა.

ამის შესახებ ნინი შერმადინი სოციალურ ქსელში წერს.

„ღმერთო?? ტოპ ხუთეულში ვარ პირველ ადგილზე! მართლა ძალიან დიდი მადლობა ყველას! არ ვიცი! რა ვთქვა ?❤️ ფინალისტების ჯგუფი გამოვლინდება 24 აგვისტოს, ხმის მიცემას ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ ❤️?

https://theopenact.com/2023/nini
ეს ახალი ლინკი საიდანაც შეგიძლიათ ხმის მიცემა ❤️?

ღმერთოოოოოოოოოოოოო ???????????????????????? ტოპ ხუთეულში ვარ პირველ ადგილზე! მართლა ძალიან დიდი მადლობა ყველას! არ ვიცი!…

Posted by Nini Shermadini on Thursday, August 17, 2023

 

საკუთარ ფეისბუკგვერდზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ნინი შერმადინმა მხარდამჭერებს მადლობა გადაუხადა.

„ცრემლებს ვერ ვიკავებ, ძალიან დიდი მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის, ამხელა და უანგარო სიყვარულისთვის და თანადგომისთვის“. – ამბობს ნინი შერმადინი და დასძენს, რომ იმ ტრაგედიის ფონზე, რაც საქართველოში ხდება, ძალიან ერიდება საკუთარი თავის პოპულარიზაცია.

„წესით ახლა უნდა ვბრწყინავდე, და ძალიან ბედნიერი ვიყო, რაც ჩემს თავს ხდება, მაგრამ რაც შოვში მოხდა, არ მაძლევს ჩემი შინაგანი თავი იმის უფლებას, რომ ბოლომდე ბედნიერი ვიყო. დიდი ბოდიში, რომ ასე ემოციურად მოგმართავთ, ეს სიხარულის და მადლოერების ცრემლებია“. – აღნიშნავს მომღერალი.

 

https://theopenact.com/2023/nini

Posted by Nini Shermadini on Thursday, August 17, 2023

 

„მსოფლიო ვარსკვლავებთან Maroon 5, კელი კლარკსონთან ერთად უნდა ვიმღერო, აუცილებლად უნდა მოვხვდე 4 ფინალისტს შორის“.. „ოცნებას ავუხდენ დედაჩემს და მამაჩემს“ – ნინი შერმადინი და თათია კობალაძე საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებენ

„პირველ ადგილზე ვარ! ჩემს გამარჯვებას მთლიანად რაჭაში დაზარალებულების ოჯახებს და მაშველებს მივუძღვნი“.. „თან მიხარია და თან მრცხვენია, რომ ბედნიერი ვარ“ – ნინი შერმადინი და თათია კობალაძე აშშ-ის ავტორ-შემსრულებლების კონკურსში ტოპ 10-ში გადავიდნენ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g