LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

TopGear ტელეეკრანებს უბრუნდება

43

 როგორც ირკვევა, ახალი სეზონის პირველ სერიას ბრიტანული ტელეკომპანია BBC 2016 წლის მაისში შემოგვთავაზებს. თუმცა, გადაცემაში დიდი ცვლილებებია, ძველი წამყვანების გუნდი ჯერემი კლარკსონის მეთაურობით ახალ გადაცემას Amazon Prime-სთვის ამზადებს, რომლის პრემიერაც 2016 წლის შემოდგომაზე იგეგმება.

TopGear-ის ახალი წამყვანი კი პოპულარული დილის შოუს BBC 2-ის წამყვანი კრის ევანსი გახდება. მასთან კონტრაქტი ტელეკომპანიამ 2015 წელს გააფორმა და კონტრაქტის თანახმად კრის ევანსი 2 წლის განმავლობაში გაუძღვება გადაცემას, ჰონორარის სახით კი 3 მილიონ დოლარს მიიღებს წლიურად.

„ეს ყველაზე საუკეთესო სამუშაოა რაც კი აქამდე შემოუთავაზებიათ“- ამბობს ევანსი. თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მას ძალიან რთული პროგრამა მინიმუმი აქვს: შეინარჩუნოს მაყურებელთა რაოდენობა, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით 350 მილიონ ადამიანს შეადგენს.

როგორც ევანსი ამბობს TopGear-ის ახალი სეზონი ძალიან განსხვავებული იქნება. თავის დროზე გადაცემას 3 წამყვანი ჯერემი კლარკსონი, რიჩარდ ჰამონდი და ჯემს მეი უძღვებოდნენ. თუმცა, როგორც მოგეხსენებათ ჯერემი კლარკსონის გაშვების შემდეგ, მთელი გუნდი დაიშალა. მიუხედავად უამრავი მცდელობისა BBC-მ ვერ შეძლო გუნდის შენარჩუნება. რაც შეეხება ევანსს, ის ამბობს, რომ მიუხედავად წინა სამეულისა, რომლებიც ნამდვილად თავისი საქმის პროფესიონალები იყვნენ, ახალი სეზონიც აუცილებლად წარმატებული იქნება, რაშიც მთავარ როლს თავად კრის ევანსი შეიტანს, თანაწამყვანებზე კი ჯერჯერობით არაფერს ამბობენ.

კითხვაზე დარჩა თუ არა გადაცემაში მრბოლელი STiG, ევანსმა განაცხადა: „არ მინდა ამ თემასთან დაკავშირებით რაიმე კონკრეტული ვთქვა, თუმცა ის დღეს აქ არის და სრულიად შესაძლებელია ხვალაც დარჩეს“.

შეგახსენებთ, რომ გადაცემა TopGear-ი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ავტოგადაცემა გახლავთ და მის დაბრუნებას მაყურებელი მოუთმენლად ელის. რაც შეეხება TopGear-ის ყოფილ სამეულს, როგორც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, ისინი Amazon-მა გადაიბირა და როგორც უკვე ზემოთ ავღნიშნეთ, მათ მიერ მომზადებული ახალი გადაცემა 2016 წლის შემოდგომაზე გამოჩნდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები