მედიაში აქტიურად განიხილავენ ნიკოლა პელტცის „ტოქსიკურ“ ქცევას. მიზეზი სკანდალური განცხადებები გახდა, რომლებიც მისმა მეუღლემ, ბრუკლინ ბექჰემმა, საკუთარი მშობლების, ვიქტორია და დევიდ ბექჰემების მისამართით გააკეთა.
სოციალურ ქსელებში მომხმარებლები იხსენებენ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ნიკოლასთან ურთიერთობას მისი პარტნიორის ოჯახისგან გაუცხოება მოჰყვა. ბრუკლინ ბექჰემამდე ნიკოლა, ერთი წლის განმავლობაში, სუპერმოდელების, ჯიჯი და ბელა ჰადიდების უმცროს ძმას, ანვარ ჰადიდს ხვდებოდა.
ურთიერთობის დაწყების დროს პელტცი 22 წლის იყო, ხოლო ანვარი მხოლოდ 17-ის, რაც ჰადიდების ოჯახში უკმაყოფილებას იწვევდა. იმ პერიოდში ანვარს ძლიერი გრძნობების ფონზე, ოჯახთან კონფლიქტი მოუვიდა და მშობლებსა და დებს სოციალურ ქსელებში გამოწერაც კი გაუუქმა. თუმცა, ნიკოლასთან დაშორების შემდეგ, მან ოჯახთან ურთიერთობა აღადგინა. სწორედ ასევე მოიქცა ბექჰემების უფროსი ვაჟი, როცა „ინსტაგრამზე“ მშობლებისა და და-ძმის გამოწერა გააუქმა.
საზოგადოების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს მოვლენები შემთხვევითი არ არის და ნიკოლა პელტცმა მიზანმიმართულად შეუწყო ხელი იმას, რომ ბრუკლინ ბექჰემიც დაშორებოდა მშობლებს. მათი აზრით, მილიარდერი ნელსონ პელტცის ქალიშვილი „ტოქსიკური ადამიანია“ და თავიდანვე ისწრაფოდა „ბექჰემების ბრენდის“ „ნამსხვრევებად ქცევისაკენ“.
ცნობისთვის, ბრუკლინ ბექჰემის საჯარო განცხადებებმა დიდი რეზონანსი გამოიწვია. საზოგადოების ნაწილი მის და ნიკოლას მხარეს დადგა. მათ შორის დევიდ ბექჰემის ყოფილი პირადი ასისტენტი და ხმაურიანი სკანდალით ცნობილი, რებეკა ლოსიც.
სხვები კი ვიქტორია და დევიდ ბექჰემებს უჭერენ მხარს და მიაჩნიათ, რომ შვილმა მშობლების მიმართ მადლიერება უნდა შეინარჩუნოს და მათი საჯაროდ დადანაშაულების უფლება არ აქვს.


