LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Torcho-ს ცნობილი სიმღერა „გეწყინა?!“ Apple TV-ის სერიალ DROPS OF GOD-ში გაჟღერდა – „კომპოზიცია განსაკუთრებულად შეირჩა მრავალ სხვა ქართულ სიმღერას შორის“

3528
გიორგი თორაძე

ქართველი არტისტის, გიორგი თორაძის, იგივე Torcho-ს საავტორო კომპოზიცია „გეწყინა?!“, Apple TV-ის სატელევიზიო სერიალის, Drops of God-ის მეორე სეზონის მესამე ეპიზოდში გაჟღერდა.

„სიმღერის ტექსტი გულწრფელია და ეხება ჩემს პირად ურთიერთობებს და არა მხოლოდ ჩემსას…“ – თორჩოს ახალი კლიპი ორიგინალური ტექსტით და პირველი მონაწილეობა სერიალში

სერიალის აღნიშნულ ეპიზოდში, შოუს გმირები სტუმრობენ საქართველოს ერთ-ერთ სოფელს, რათა განსაკუთრებული ღვინო აღმოაჩინონ.

როგორც Torcho „ფორტუნასთან“ აღნიშნავს, მისი კომპოზიცია სხვა მრავალ ქართულ სიმღერას შორის განსაკუთრებულად შეირჩა.

„Apple TV-ის წარმომადგენლები ზაფხულში დაგვიკავშირდნენ და „Getskina?!“-ს სერიალში გამოყენებასთან დაკავშირებით მოლაპარაკება თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა.

საბოლოოდ, როდესაც კომპოზიციის გამოყენება დამტკიცდა, მე და ჩემი გუნდი ძალიან გახარებულები ვიყავით, თუმცა, კონტრაქტის პირობების გამო, წინასწარ ამაზე საუბარი არ შეგვეძლო. როგორც ჩვენთვის ცნობილია, აღნიშნული კომპოზიცია განსაკუთრებულად შეირჩა მრავალ სხვა ქართულ სიმღერას შორის. ახლა კი, სერიალის გამოსვლის შემდეგ, უკვე გვაქვს შესაძლებლობა, ეს შედეგი ვიხილოთ. ასეთი მაღალი დონის პროდაქშენთან თანამშრომლობა ჩვენთვის ძალიან სასიამოვნო და მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“, – აღნიშნავს Torcho.

ცნობისათვის, Apple TV-ის სატელევიზიო სერიალი Drops of God მაყურებელს ღვინის კულტურისა და გასტრონომიის სესახებ უამბობს. სერიალის მეორე სეზონის პრემიერა მიმდინარე წლის იანვარში შედგა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g