LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თორჩოს რთული პერიოდები: „11 წლის ვიყავი, როცა ყავას დავატარებდი, 20 ლარს მიხდიდნენ დღეში… როცა მე და დედა ავტობუსში ავდიოდით, ბილეთს არ ვიღებდით ხოლმე. ძალიან ვნერვიულობდით…“

211
გიორგი თორაძე

გიორგი თორაძე, თორჩო გიგა ბატკუაშვილის გადაცემას „ვიზიტორი“ ესტუმრა „ფორტუნა პლუსზე“ და წამყვანის კითხვის შემდეგ ისაუბრა ცხოვრების რთულ პერიოდებზე. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან.

შენს ცხოვრებაში ტრაგედია მოხდა ახალი წლის ღამეს

კი, მამა გულის მწვავე ინფარქტით უეცრად გარდაიცვალა, 2020 წლის 31 დეკემბერი იყო. კონცერტზე წასასვლელად ვემზადებოდი. დედაჩემი და მე შევესწარით ამას, სრული შოკი იყო. იყო რთული პერიოდებიც, ყავას დავატარებდი, 20 ლარს მიხდიდნენ დღეში. ეს არსად მომიყოლია, იმედია, არ დამაჯარიმებენ ახლა, 11 წლის ვიყავი, მე და დედა როცა ავდიოდით ავტობუსში, ბილეთს არ ვიღებდით ხოლმე. ძალიან ვნერვიულობდით, დედა კი მამშვიდებდა, არა უშავს, გავა დრო და ამას ინტერვიუებში მოჰყვებიო…

გადაცემა ვრცლად…

თორჩო: „დავამტკიცე, რომ შეიძლება არავინ გყავდეს და მაინც მიაღწიო წარმატებას…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g