მწერალი ტორესა მოსი სასწავლო წლის დაწყებას ეხმიანება და წერს, რატომ არ უყვარდა სკოლაში სიარული არასდროს:
„სკოლაში ვიარე 11 წელი, აქედან არც ერთხელ არ გამხარებია სწავლის დაწყება. ნუ ერთხელ მე-11-ში გამიხარდა, რომ ეს ბოლოჯერ იწყებოდა. ჰოდა, იმ ჭკვიან ბავშვებს მივმართავ, რომლებიც ხვდებიან, რომ საბჭოთა სკოლა სასწავლო დაწესებულება კი არა, კოლონიაა, რომელიც არარსებული დანაშაულისთვის მიუსაჯეს: ნუ გეშინიათ, ყოველი წელი მაგ ჯოჯოხეთის დასრულებასთან გაახლოებთ და ამას გულწრფელად გილოცავთ. მთავარია არაფერი დაიჯეროთ, რასაც მანდ გასწავლიან და გახსოვდეთ, რომ ისეთი არაფერი დაგიშავებიათ, მანდ რომ გატარებენ. არ დაგავიწყდეთ, რომ სკოლის ერთადერთი მიზანია თქვენში თქვენი ნამდვილი პიროვნების მოკვლა, ეცადეთ, რომ მათ ამ მიზანს ვერ მიაღწიონ. ყველა თქვენი ოცნება ნამდვილია. თუ გეუბნებიან რომ ზარმაცი ხართ, არ დაუჯეროთ; თუ გეუბნებიან, რომ ოცნებები შეწყვიტოთ და მიწაზე დაეშვათ, არ დაუჯეროთ; თუ გეუბნებიან, რომ თქვენგან არაფერი გამოვა, არ დაუჯეროთ“.