თორის მიოლნირი რეალურად რომ არსებობდეს, ვერც ერთი ჩვენგანი ვერ აწევდა მას, რადგან ადამიანები ღმერთების იარაღის ტარების ღირსნი არ ვართ. მიუხედავად ამისა ინჟინერ-ფიზიკოსმა ალენ პანმა, რომელიც ფანტასტიკური ნივთების რეალობაში გადმოტანით არის დაკავებული, გადაწყვიტა საკუთარი ”თორის ჩაქუჩი” შექმნას.
სამწუხაროდ რეალობაში მოყვანილ მიოლნირს არ შეუძლია ჭექა-ქუხილის შექმნა და ის ბუმერანგივით არ დაფრინავს, მაგრამ მისი აწევა მხოლოდ მის შემქმნელს, პანს შეუძლია. საქმე 2 ძლიერ მაგნიტშია, რომლებიც ჩამონტაჟებულია ჩაქუჩში და რომლებიც ქმნიან ძლიერ ელექტრომაგნიტურ ველს. ასევე მას გააჩნია თითის ანაბეჭდის სკანერი. როდესაც უცხო ადამიანი ხელს კიდებს მიოლნირს, მაგნიტები აქტიურდებიან და ძლიერად ეკრობიან მეტალის ზედაპირს. შემქმნელი კი მას ადვილად წევს ჰაერში, რადგან თითის ანაბეჭდის სკანერი, მფლობელის ამოცნობის შემთხვევაში, მაგნიტურ ველს თიშავს. ნახეთ ვიდეო