LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თორის გარეშე გაშრიალდა“ – კრის ჰემსვორთის მეუღლე თავისუფლებით ტკბება

183
page

ბოლო რამდენიმე კვირაა, დასავლური მედია კრის ჰემსფორთისა და ელსა პატაკის დაშორების შესახებ ალაპარაკდა. აღნიშნული ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც წყვილი დასასვენებლად ცალ-ცალკე გაემართა.

„ისინი ერთად აღარ ცხოვრობენ“ – კრის ჰემსვორთი და ელსა პატაკი 10 წლიანი ქორწინების შემდეგ, ერთმანეთს დაშორდნენ

ახლახან ინტერნეტსივრცეში 47 წლის ელსას უახლესი ფოტოები გავრცელდა. ის Magic Millions-ის ღონისძიებაზე მარტო, მეუღლის გარეშე მივიდა. ამ ფაქტმა კიდევ უფრო მეტად გააჩინა ეჭვი იმის შესახებ, რომ წყვილი ერთად აღარ არის.

„თორის გარეშე გაშრიალდა“, „ისინი ყველგან ერთად დადიოდნენ“, „კრის ჰემსვორთის მეუღლე თავისუფლებით ტკბება“, – წერენ კომენტარებში.

„ისინი ერთად აღარ ცხოვრობენ, თუმცა შვილების გამო დღესასწაულებს ერთად ატარებენ“, – აცხადებს ინსაიდერი.

„სიყვარულისთვის დაბერებული“ – კრის ჰემსვორტს მეუღლემ სიურპრიზი მოუწყო

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები