LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თორნიკე რიჟვაძე: ვიბრძვით თითოეული ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადასარჩენად

77
tornike rijvadze

26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო მთლიანად ჩამოინგრა. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და სასწრაფო დახმარების სამსახურები.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე აცხადებს, რომ კორპუსის ჩამონგრევის მიზეზი დეტალურად დადგინდება.

„ვიბრძვით თითოეული ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადასარჩენად. ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის ფაქტთან დაკავშირებით აქტიურად მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია, ჩართულია ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ყველა შესაბამისი სამსახური.

მას შემდეგ რაც დასრულდება სამაშველო ოპერაცია, დეტალურად დადგინდება ამ შემზარავი ფაქტის გამომწვევი მიზეზები“, – წერს თორნიკე რიჟვაძე სოციალურ ქსელში.

ნანგრევებში მოყოლილი ადამიანები და კორპუსის ჩამონგრევის ვერსიები – რა ვიცით ამ დრომდე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები