LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თორნიკე რიჟვაძეს ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა…“ – როგორია აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რას აცხადებენ ექიმები

138
თორნიკე რიჟვაძე (2)

გავრცელებული ინფორმაციით, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსიდან“, თბილისში ერთ-ერთ კლინიკაში გადმოიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ექიმები აცხადებენ, რომ აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს თორნიკე რიჟვაძეს ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

უწყების ცნობით, თორნიკე რიჟვაძეს ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება.

„7 ივლისს, საგარეჯოს „ჯეოჰოსპიტალსში“, შეყვანილი იქნა თორნიკე რიჟვაძე, რომელსაც გულმკერდის არეში ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.

თორნიკე რიჟვაძეს ჩაუტარდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. ექიმების განმარტებით, მას ფილტვი აქვს დაზიანებული და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით, ბრალდებულის სახით ერთი პირია დაკავებული“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g