მარგო რობი მეუღლესთან, ბრიტანელ პროდიუსერთან და რეჟისორის თანაშემწესთან, ტომ აკრლისთან ერთად იტალიაში იმყოფება. პაპარაცებმა მეუღლეები ტოსკანაში დასვენების დროს გადაიღეს, მარგო და ტონი ღია რესტორნის ვერანდაზე სადილობდნენ და ფოტოებს იღებდნენ. მეუღლეები არც პაპარაცების გამოჩენამ დააფრთხო, ისინი არც რომანტიკულ სასიყვარულო სცენებს მორიდებიან.
ტოსკანას რესტორანში მარგო რობი თეთრ სამოსში იყო გამოწყობილი. მას თეთრი ტოპი და ასევე თეთრი შარვალი ეცვა. ასევე საზაფხულო ფორმაში ვიხილეთ ტომ აკრილიც. მას ყვავილებით დაპრინტული შორტი, გრძელი წინდა, ბოტასები და ცისფერი პერანგი ეცვა.
მარგო რობი „მაგდა ბუტრიმის“ კოპლებიან მინი-კაბაში შეუდარებელია