იტალიის ჩემპიონატის მეოთხე ტურში ”რომამ” ”სასუოლოს” უმასპინძლა, მატჩი ფრედ 2-2 მორჩა.
შეხვედრის გამოსარჩევი ეპიზოდი ის იყო, რომ რამაელთა უბერებელმა კაპიტანმა ფრანჩესკო ტოტიმ 36-ე წუთზე გოლი გაიტანა და ანგარიში გაათანაბრა. აღნიშნული გოლი უბერებელი ტოტისთვის საკლუბო კარიერაში მესამასე აღმოჩნდა.
38 წლის ლეგენდარული იტალიელი ”რომაში’’13 წლიდან ირიცხება. მთავარ გუნდში მისი დებიუტი 1993 წლის მარტში შედგა. მას შემდეგ მოყოლებული ტოტიმ საკლუბო დონეზე 300 გოლი გაიტანა.
”იმპერატორმა” 244 სერია A-ში გაიტანა, 17 ბურთი ქვეყნის თასზე შეაგდო, 38 ევროთასებზე და ერთიც იტალიის სუპერთასის შეხვედრაში. როგორც იცით ტოტი იტალიის ჩემპიონატის რიგით მეორე გოლეადორია, პირველი კი 275 ბურთით გასული საუკუნის 30-50-იანი წლების ბომბარდირი სილვიო პიოლაა.
“300 გოლი წარმოუდგენელი შედეგია. ამ შედეგს ველოდით, თუმცა, ფრანჩესკო თანახმა იქნებოდა, თავად არ გაეტანა და “რომას” მატჩი მოეგო. ჩვენ კაპიტანთან ერთად ტიტულის მოგება მწადია. ტოტისთვის “რომას” მაისურა მეორე კანად იქცა და იტალიის დედაქალაქში ჩესკო არანაკლებ პოპულარულია, ვიდრე რომის პაპი”, – განაცხადა ”მგლების” თავკაცმა, რუდი გარსიამ Reuters-სთან საუბრისას.