მეცნიერებმა საინტერესო სიახლე – მუსიკა კანისთვის შექმნეს. გამოგონებას Touché ჰქვია და ის 8 ერთეული მცირე მოწყობილობისგან შედგება, რომლებიც სხეულზე და დიჯეის პულტთან მაგრდება. პულტით შესაძლებელია მათი ვიბრაციისა და სიხშირის, ასევე ტემპერატურის მართვა.
იდეის ავტორის თქმით, Touché საუკეთესო საშუალებაა მათთვის, ვისაც შეხების მივიწყებული გრძნობა დაავიწყდა.
სიახლეების დამაგრება შესაძლებელია სხეულის ნებისმიერ ადგილზე. მისი საშუალებით ასევე შეგიძლიათ ძველ და კარგად ნაცნობ მუსიკას ახალი ჟღერადობით – ვიბრაციით უსმინოთ.




