LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თოვლიანი სოხუმის კადრები და ნინო კვარაცხელიას ემოციური სტატუსი: „რომ დავბრუნდები, აუცილებლად ჩავალთ სოხუმში… თქვენ იცით, რა ლამაზია დათოვლილი პალმები, მაგნოლიები, კამელიები? გინახავთ, როგორ ეხეთქება და ერწყმის თეთრი ტალღა თეთრ თოვლიან სანაპიროს?“

107
ნინო კვარაცხელია

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ემიგრაციაში მცხოვრები, აფხაზეთიდან დევნილი ნინო კვარაცხელია სოხუმში გატარებულ ბავშვობის წლებს ხშირად იხსენებს.

ნინო კვარაცხელია სოციალურ ქსელში თოვლიანი სოხუმის მორიგ კადრებს აქვეყნებს და ქალაქს ემოციურ სტატუსს უძღვნის.

ვიდეო: „მოიწყინა, დადარდიანდა.. მზის სხივებით და თოლიებით გადაფარავს ხოლმე დასახიჩრებული სხეულის ნაწილებს, შეუძლებელს აკეთებს, რომ გადარჩეს და დაგვხვდეს ძველებური ხიბლით“ – ნინო კვარაცხელიას ემოციური სტატუსი სოხუმზე

„სოხუმში ვართ, თოვს, ისევე როგორც მთელს საქართველოში. ჩვენს სიხარულს საზღვარი არ აქვს, მე და იკა (ჩემი ძმა) დავრბივართ ოთახებს შორის და ღამის სოხუმს გავყურებთ, თანაც ერთმანეთს ვეძახით – „მოდი, ნახე ამ ფანჯარაში რომ გაიხედავ უფრო თოვს, არა აქ უფრო, აი ნახავ დადებს დილისთვის, ხვალ სკოლიდან რომელზე გავიპაროთ“ და ათას გეგმებს ვაწყობთ. დედა ჩვენს საყვარელ „პოლირობსონს“ აცხობს თუთანას რეცეპტით, მამა ზის კაბინეტში და, როგორც ყოველთვის, წიგნს ჩაჰკირკიტებს. სრული იდილიაა რიგით სოხუმურ ოჯახში.

გათენდა ნანატრი დილა, თავქუდმოგლეჯილები გავრბივართ გარეთ. ჩვეულებისამებრ მამა ამოწმებს, რამდენად თბილად, ამინდის შესაბამისად გვაცვია და თან ეღიმება – „ნანული, როგორ ვინატრო ყოველდღე თოვლი, ესენი ასეთი მონდომებით რომ გარბოდნენ სკოლაშიო?!“. მერე უცებ ჯადოსნურ სამყაროში აღმოვჩნდებით, ქათქათა და ამავდროულად ფერადში, თქვენ იცით, რა ლამაზია დათოვლილი პალმები, მაგნოლიები, კამელიები?! თქვენ ჩაგისუნთქავთ „კამკამა“ სუბტროპიკული თოვლიანი ჰაერი?! გინახავთ, როგორ ეხეთქება და ერწყმის თეთრი ტალღა თეთრ თოვლიან სანაპიროს?! თეთრი თოლიები თოვლის მანტოებით?! ჰოდა, თუ გინახავთ და შეგიგრძნიათ, წარმოიდგენთ როგორ უნდა გავძლოთ თუნდაც ორ გაკვეთილზე ცქმუტვას. იკა კლასელებთან ერთად ფუნიკულიორზე გაიპარა, მე კი სანაპიროზე, ფოტოგრაფ ხიონიდთან დიდი რიგია და დროზე უნდა მოვასწროთ, უნდა მოვასწროთ, სანამ დადნება ეს ერთდღიანი მშვენიერება, გული ვიჯეროთ და დროზე დავბრუნდეთ სახლში, დედა რამე გემრიელობას დაგვახვედრებს, მამაც არ უნდა გავაბრაზოთ, ისედაც გავაცდინეთ გაკვეთილები“.

ასეთ ნეტარებაში ვარ და ამ დროს ზარია, იკა მირეკავს, თბილისიდან, ვხვდები, რომ რეალობას უნდა დავუბრუნდე, ფანტაზიორობა შევწყვიტო. ტელეფონით მაჩვენებს როგორ თოვს სანზონაში, მე „ამერიკულ“ თოვას ვაჩვენებ და ვფიქრობ, ნუთუ ერთდღიანი სოხუმის თოვლივით გაქრა ბევრი რამ ჩვენს ცხოვრებაში, იხტიბარს არ ვიტეხ და ვეკამათები: ნახე ჩვენთან უფრო დიდი ფიფქებია, არა ჩვენთან უფრო მშრალი თოვლიაო – ამბობს იკა. ჩუმად ვყლაპავ ცრემლებს, არ მინდა ვანერვიულო, ისედაც ბევრის გადატანა მოუწია უჩემოდ, მარტოს, მაგრამ რომ დავბრუნდები, აუცილებლად ჩავალთ სოხუმში და შევეჯიბრებით, სახლის რომელ მხარეს მეტად თოვს“, – წერს ნინო კვარაცხელია სოციალურ ქსელში.

„ომის შემდეგ ხშირად მიფიქრია, ნეტავ ვინ მოუვლის მის საფლავს-მეთქი… ტყვარჩელი ჩემს მეხსიერებას მითიურ ქალაქად შემორჩა, ბუნებრივ ლანდშაფტში ჩაძირული კოპწია, იდუმალი დასახლება, ახლა კი ერთ დიდ სასაფლაოდ არის ქცეული“ – ემიგრაციაში მყოფი ნინო კვარაცხელია ემოციურ სტატუსს აქვეყნებს

,,სოხუმში ვართ, თოვს, ისევე როგორც მთელს საქართველოში❄️ჩვენს სიხარულს საზღვარი არააქვს, მე და იკა(ჩემი ძმა) დავრბივართ ოთახებს შორის და ღამის სოხუმს გავყურებთ, თანაც ერთმანეთს ვეძახით- ,მოდი ნახე ამ ფანჯარაში რომ გაიხედავ უფრო თოვს, არა აქ უფრო, აი ნახავ დადებს დილისთვის, ხვალ სკოლიდან რომელზე გავიპაროთ" და ათას გეგმებს ვაწყობთ😃😃😃დედა ჩვენს საყვარელ ,,პოლირობსონს" აცხობს თუთანას რეცეპტით, მამა ზის კაბინეტში და როგორც ყოველთვის წიგნს ჩაჰკირკიტებს☺️ სრული იდილიაა რიგით სოხუმურ ოჯახში💫🤍გათენდა ნანატრი დილა, თავქუდმოგლეჯილები გავრბივართ გარეთ🏂🧑‍🦰👩‍🦰ჩვეულებისამებრ მამა ამოწმებს, რამდენად თბილად, ამინდის შესაბამისად გვაცვია და თან ეღიმება -,,ნანული, როგორ ვინატრო ყოველდღე თოვლი, ესენი ასეთი მონდომებით რომ გარბოდნენ სკოლაშიო?!"😁😁😁მერე უცებ ჯადოსნურ სამყაროში ავღმოვჩნდებით, ქათქათა და ამავდროულად ფერადში, თქვენ იცით რა ლამაზია დათოვლილი პალმები, მაგნოლიები, კამელიები?!თქვენ ჩაგისუნთქავთ ,,კამკამა" სუბტროპიკული თოვლიანი ჰაერი?! გინახავთ, როგორ ეხეთქება და ერწყმის თეთრი ტალღა თეთრ თოვლიან სანაპიროს?! თეთრი თოლიები თოვლის მანტოებით?! ჰოდა თუ გინახავთ და შეგიგრძვნიათ , წარმოიდგენთ როგორ უნდა გავძლოთ თუნდაც ორ გაკვეთილზე ვქმუტვას☺️✨️❄️იკა კლასელებთან ერთად ფუნიკულიორზე გაიპარა, მე კი სანაპიროზე, ფოტოგრაფ ხიონიდთან დიდი რიგია და დროზე უნდა მოვასწროთ🤍💫☃️❄️უნდა მოვასწროთ, სანამ დადნება ეს ერთ დღიანი მშვენიერება, გული ვიჯეროთ და დროზე დავბრუნდეთ სახლში, დედა რამე გემრიელობას დაგვახვედრებს, მამაც არ უნდა გავაბრაზოთ, ისედაც გავაცდინეთ გაკვეთილები"❤️❤️❤️❤️ ასეთ ნეტარებაში ვარ და ამ დროს ზარია, იკა მირეკავს, თბილისიდან, ვხვდები, რომ რეალობას უნდა დავუბრუნდე, ფანტაზიორობა შევწყვიტო🙄ტელეფონით მაჩვენებს როგორ თოვს სანზონაში, მე ,,ამერიკულ" თოვას ვაჩვენებ და ვფიქრობ, ნუთუ ერთდღიანი სოხუმის თოვლივით გაქრა ბევრი რამ ჩვენს ცხოვრებაში😔, იხტიბარს არ ვიტეხ და ვეკამათები: ნახე ჩვენთან უფრო დიდი ფიფქებია, არა ჩვენთან უფრო მშრალი თოვლიაო ამბობს იკა😁❄️❄️☃️ ჩუმად ვყლაპავ ცრემლებს, არ მინდა ვანერვიულო, ისედაც ბევრის გადატანა მოუწია უჩემოდ , მარტოს, მაგრამ რომ დავბრუნდები , აუცილებლად ჩავალთ სოხუმში და შევეჯიბრებით, სახლის რომელ მხარეს მეტად თოვს……❤️🤍☃️❄️🤷‍♀️

Posted by ნინო კვარაცხელია on ოთხშაბათი, 26 თებერვალი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g