LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Toyota გაყიდვებში ლიდერობას არავის უთმობს

49

იაპონური კომპანია Toyota ზედიზედ ოთხი წელია ლიდერის პოზიციებს არ თმობს. კომპანიის შემოსავლები ყოველწლიურად იზრდება, რაც უახლესი ტექნოლოგიებისა და ავტომობილების დამსახურებაა.

2016 წლის იანვრიდან ნოემბრამდე Toyota-სა და მის დაქვემდებარებაში მყოფ ბრენდებმა Daihatsu Motor და Hino Motors-ის საერთო შემოსავალი 1%-ით გაიზარდა, რაც წელიწადში 9,21 მილიონ გაყიდულ ავტომობილს ნიშნავს.

გაყიდვებში იაპონელების რეალური კონკურენტი გერმანული Volkswagen-ია, რომელიც ყოველწლიურად 9 მილიონამდე ავტომობილს ყიდის მსოფლიოს მასშტაბით. მისი შემოსავლები კი 1,5%-ით გაიზარდა, რაც ლიდერობისთვის არასაკმარისი გამოდგა.

რაც შეეხება Toyota-ს, როგორც ექსპერტები ამბობენ, ავტომობილების სრულყოფილება და კომფორტულობა განაპირობებს იმას, რომ იაპონელები ზედიზედ ოთხი წლის განმავლობაში ლიდერობენ საავტომობილო ბაზარზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები