LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Toyota ისტორიაში ყველაზე მძლავრ Toyota RAV4-ზე მუშაობას განიხილავს

118
1428x1428

იაპონური ავტოკომპანია Toyota შესაძლოა Toyota RAV4-ის ყველაზე ძლიერი ვერსიის შექმნას გეგმავდეს. ამის შესახებ გამოცემა Drive-თან ინტერვიუში მოდელის მთავარი ინჟინერი, იოსინორი ფუტონაგანე საუბრობს.

მისი თქმით, კომპანია სრულფასოვანი GR ვერსიის შექმნის შესაძლებლობას განიხილავს, რომელიც 2.4 ლიტრიანი ტურბო ძრავით იქნება აღჭურვილი. თუმცა, Toyota-ს ჯერ ბოლომდე არ აქვს გადაწყვეტილი, რამდენად მაღალი იქნება მოთხოვნა ასეთ მოდელზე.

ამ ეტაპზე ყველაზე ძლიერი RAV4 ჰიბრიდ ვერსიაა, რომელიც 2.5 ლიტრიან ატმოსფერულ ძრავსა და ორ ელექტროძრავს იყენებს. ამერიკული ბაზრისთვის მისი ჯამური სიმძლავრე 324 ცხენის ძალას აღწევს, ხოლო სრულად ელექტრო რეჟიმში ავტომობილს დაახლოებით 80 კილომეტრის გავლა შეუძლია.

ამ ტექნოლოგიით უკვე გამოდის Toyota RAV4 GR Sport, რომელსაც სპორტული ამორტიზატორები, სპეციალური საჭის პარამეტრები, განსხვავებული დიზაინი და სპორტული სავარძლები აქვს.

ფუტონაგანეს განცხადებით, არსებული ჰიბრიდიც საკმაოდ სწრაფია, თუმცა ახალი თაობის RAV4-ის პლატფორმა საშუალებას იძლევა ავტომობილში 2.4 ლიტრიანი ტურბო ძრავი განთავსდეს, რომელიც უკვე გამოიყენება Lexus NX-სა და Lexus RX-ში. ამ ძრავის სიმძლავრე სხვადასხვა ვერსიაში 249-დან 340 ცხენის ძალამდე მერყეობს.

კომპანიაში აცხადებენ, რომ ტექნიკური თვალსაზრისით მსგავსი პროექტის განხორციელებას დაბრკოლება არ აქვს. მთავარი კითხვა მომხმარებელთა ინტერესია, თუ ბაზარზე მოთხოვნა საკმარისად მაღალი იქნება, მძლავრი GR-ვერსიის გამოშვება შესაძლოა Toyota-ს სამომავლო გეგმებშიც მოხვდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები