LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Toyota Land Cruiser შესაძლოა პენსიაზე გაუშვან

82
Toyota-Land-Cruiser201013

გამოცემა Motor Authority–მ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ 2021 წლიდან Toyota ლეგენდარული Land Cruiser–ის პენსიაზე გაშვებას აპირებს. თანაც, არაოფიციალური ინფორმაციით, ყველგანმავალი გამგრძელებლის გარეშე დარჩება.

Land Cruiser–ის თაობის ცვლილების შესახებ ჭორები ქსელში გასული წლიდან ვრცელდება, უფრო მეტიც ზოგიერთი ავტოექსპერტი Land Cruiser 300–ის დაბადებასაც წინასწარმეტყველებდა. შემდეგ პანდემიამ ყველა გეგმა არია და მწარმოებელს ამასთან დაკავშირებით  კომენტარი ჯერ ისევ არ გაუკეთებია.

გარდა ამისა, პაპარაცებს ახალი Land Cruiser ერთხელაც არ მოხვედრიათ თვალში, ანუ სიახლე საერთოდ არსებობს თუ არა, დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა.

შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული ყველგანმავალი 68 წლის წინ გამოვიდა და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში 10 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g