LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Toyota-მ და Volvo–მ წარმოება შეაჩერეს

134
vlvtyotnews

კომპანია Volvo–მ ბელგიასა და მალაიზიაში განთავსებული ქარხნები დახურა და ავტომობილების აწყობა გაურკვეველი დროით შეაჩერა. Toyota–მ თავის მხრივ ევროპაში, დიდ ბრიტანეთსა და თურქეთში მდებარე საწარმოები გააჩერა.

Toyota და Volvo იმ ავტომწარმოებლების გრძელ სიას შეუერთდნენ, რომლებმაც წარმოების შეჩერება კორონავირუსის პანდემიის გამო გადაწყვიტეს. თუმცა, Volvo–ს ბელგიური ქარხნის შემთხვევაში, დახურვის მეორე მიზეზიც არსებობს – მუშა ხელის ნაკლებობა. შეგახსენებთ, რომ ეს სწორედ ის საწარმოა სადაც კროსოვერები XC40 და XC60 იწყობოდა.

მანამდე კი  BMW–ს, Rolls-Royce–ის, Ferrari–ს, Lamborghini–ს, Opel–ის, Peugeot–ს, Citroen–ისა და DS–ის, FCA–ს, Renault–ის, Ford–ის, Volkswagen–ის და სხვა ბრენდების წარმოებაც შეჩერდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g