Toyota 2023 წელსაც მსოფლიოს უდიდესი ავტომწარმოებელია. ერთი წლის განმავლობაში კომპანიამ 11,2 მილიონი ავტომობილის რეალიზება შეძლო, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 7,2%-ით მეტია. ეს Toyota-ს მთელ ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია და საავტომობილო ბაზრის ყველა სხვა მოთამაშის დამარცხების ნიშანიც. მეორე ადგილზე Volkswagen აღმოჩნდა, რომელმაც გასულ წელს გაყიდვები 12%-ით გაზარდა და 9,2 მილიონი მანქანის რეალიზება შეძლო.
რაც შეეხება Toyota-ს, საინტერესოა რომ რეალიზებული მანქანების უმრავლესობა საწვავზე მუშაობს, დაახლოებით მესამედი – ბენზინ-ელექტრონულია. ხოლო ელექტრომობილებზე 1%-ზე ნაკლები მოდის. ბრენდის მთავარი ბაზარი აშშ იყო.
იაპონიის საზღვრებს გარეთ toyota-მ 8,6 მილიონი ავტომობილი გაყიდა, შიდა ბაზარზე 1,7 მილიონი.