LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Toyota-მ მთელი მსოფლიოს მასშტაბით უკან გამოწვევის კამპანია დაიწყო

136
toyota

იაპონური ავტომწარმოებელი Toyota მთელი მსოფლიოს მასშტაბით ავტომობილების უკან გამოწვევას იწყებს. სერვის კამპანია შეეხება ასი ათასზე მეტ მოდელს, თანაც არამხოლოდ Toyota-ს, არამედ Lexus-ის ბრენდისასაც. დეფექტის მქონე ყველა მანქანა წელს ანუ 2023 წელსაა გამოშვებული და პრობლემაც ყველას ერთნაირი აქვს. კომპანიამ დეტალები არ დააზუსტა, თუმცა ოფიციალურად განაცხადა რომ გაუმართაობა საჭესა და უსაფრთხოების ბალიშს შორის ელექტრონიკაშია.

Toyota-ს ექსპერტებმა თავისი ტესტები ჩაატარეს და დაადგინეს, რომ არსებობს შანსი -უსაფრთხოების ბალიშმა დროულად არ იმუშაოს. ამიტომ 110 047 ავტომობილი, მათ შორის –  Toyota Corolla, Corolla Cross, Highlander და Tacoma, ასევე Lexus RX და NX უფასოდ შეკეთდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები