LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Toyota-მ პირობა დადო, რომ სპორტქარ Supra-ს პენსიაზე არ გაუშვებს

110
Toyota-მ პირობა დადო, რომ სპორტქარ Supra-ს პენსიაზე არ გაუშვებს

Toyota 2026 წელს Supra-ს წარმოებას არ შეწყვეტს. ბრენდის ავსტრიული დანაყოფის პრეზიდენტმა შონ ჰენლიმ განაცხადა, რომ კომპანია სპორტქარზე უარის თქმას ჯერ არ აპირებს. ამ გზით მან კომენტარი გააკეთა იმ ჭორებზე, რომელიც მოდელის პენსიაზე გასვლის შესახებ გაჩნდა. ჰენლის თქმით, „სუპრას“ წარმოების დასრულება ეს სპეკულაციაა და Toyota არ არის BMW.

Toyota Supra და BMW Z4 ერთსა და იმავე პლატფორმაზე არიან აგებული და ორივე სპორტქარს ავსტრიულ ქარხანაში აწარმოებენ. ჯერ კიდევ ამ წლის გაზაფხულზე Automotive News-მა თავის წყაროზე დაყრდნობით განაცხადა, რომ BMW აპირებდა Z4-ზე უარი ეთქვა და თან მოდელს შთამომავალიც აღარ ეყოლებოდა. ჟურნალისტებმა ივარაუდეს, რომ თუკი BMW წყვეტდა ავსტრიულ ქარხანასთან თანამშრომლობას, წარმოებიდან მოიხსნებოდა იაპონური სპორტქარიც. თუმცა, ბრენდმა ყველა ჭორი უარყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები