LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: რა ემართება Toyota Supra–ს საბურავებს დრიფტის დროს

102
toyotasupra20109

ამერიკელმა ბლოგერმა მეთ მიკამ თავის YouTube არხზე Warped Perception მორიგი ვიდეო გამოაქვეყნა. ბლოგერმა GoPro–ს კამერების დახმარებით გადაიღო, თუ რა ემართება Toyota Supra–ს საბურავებს დრიფტის დროს.

ექსპერიმენტის ჩასატარებლად ბლოგერმა კამერა უკანა საბურავის დისკთან დაამონტაჟა. იმისათვის რომ ტექნიკა არ დაზიანებულიყო, Supra–ს დაბალპროფილიანი განიერი საბურავი გაუკეთეს. გადაღების დროს ვიდეოს ავტორმა დააფიქსირა, თუ როგორ მუშაობს საბურავი სრიალის დროს. მთელი ეს პროცესი მეთის სმარტფონში ლაივ რეჟიმში გადაიცემოდა.

წარმოდგენილ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ ვიბრირებს საბურავი მაშინ როცა ასფალტს ეხება. გარდა ამისა, დრიფტის დროს სპეციფიური ხმის გაგებაცაა შესაძლებელი. ექსპერიმენტის დროს საბურავს სერიოზული გამოცდის ჩაბარება მოუხდა და დავალებას თავი წარმატებით გაართვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები