2016 წლის RAV 4 ჰიბრიდი შეიძლება ითქვას, ავტოინდუსტრიის განვითარებისა და წინსვლის ნათელი მაგალითია.
RAV 4 ჰიბრიდის განვითარებული ტექნოლოგიები, სტილი და ეფექტიანობა, თქვენს მიერ შერჩეულ ნებისმიერი ტიპის თავგადასავალს მოერგება.
ვარიატორის ტიპის გადაცემათა კოლოფი და 2.5 ლიტრი მოცულობის, 4 ცილინდრიანი ბენზინის ძრავით ეს მოდელი სხვებს ნამდვილად არაფრით ჩამოუვარდება.
ავტომობილი 0-დან 100კმ/სთმდე 8.4 წამში აჩქარდება და შეუძლია 180 კილომეტრ/საათი სიჩქარე განავითაროს.
ევრო 5 სტანდარტის ავტომობილის საწვავის ხარჯი საშუალოდ 5.7 ლიტრს შეადგენს.
Rav4 ჰიბრიდს ინტერიერიც გამორჩეული აქვს, ტევადი სალონი, აღჭურვილია ორზონიანი ავტომატური კლიმატ კონტროლით და კომფორტული სავარძლებით, რომლებსაც გათბობის ფუნქციაც აქვს.
მულტიფუნქციური, რეგულირებადი და კომფორტულ საჭე საშუალებას მოგცემთ მართოთ ავტომობილის არა მხოლოდ მიმართულება, არამედ შიდა ფუნქციები, როგორიცაა აუდიოსისტემა, ტელეფონი და ხმოვანი მართვა.
გადაცემის აუდიოჩანაწერი