ბირმინგემის უნივერსიტეტის მკვლევარებმა გადაწყვიტეს, რომ პოპულარული ბრენდების, მაგალითად ისეთის როგორიცაა – Toyota, Kia და Hyundai, ავტომობილები გაეტეხათ. სპეციალური ალგორითმის დახმარებით, მათ შეძლეს რომ გატაცების საწინააღმდეგო სისტემა რამდენიმე წამში მოეხსნათ.
საქმე ისაა, რომ დატესტილი ბრენდები თავის ავტომობილებში ჩიპ DST80–ს იყენებენ და მასთან წვდომის მოპოვა საკმაოდ მარტივად, კვებითი სისტემის დარღვევითაა შესაძლებელი. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ვინც კომპიუტერულ ალგორითმებში ერკვევა, თანამედროვე ავტომობილის გაღება არ გაუჭირდება.
მსგავსი მეთოდის გამოყენება კი მეცნიერების განცხადებით რამდენიმე მოდელზე –Toyota Camry–ზე, Corolla–ზე, Highlander–ზე, RAV4–სა და Land Cruiser–ზე, ასევე Kia Ceed–ზე, Soul–ზე, Hyundai i20–სა და i40–ზეა შესაძლებელი.
ასე რომ, თუ მწარმოებლები ამ პრობლემას არ მოაგვარებენ, ბოროტმოქმედებს საქმეს ძალიან გაუმარტივებენ.
