რეჟისორი სანდრო ელოშვილი სოციალური ქსელის საშუალებით საზოგადოებას მიმართავს და პატარა გოგონას, კირას შესახებ წერს.
როგორც ირკვევა, გოგონას მდგომარეობა დამძიმდა. ის გამთენიისას თურქეთში გადაჰყავთ.
„დილა მშვიდობისა! კირას ხომ იცნობთ?! სიყვარულის და სიხარულის გოგო… ერთი წლის რომ არის და მთელი დედამიწის ტკივილი აქვს გადატანილი. წინა თვეს კი არადა, უკვე წინა წელს რომ გავერთიანდით, გავმთლიანდით და გავგულიანდით…
თქმაც მიჭირს, მაგრამ დამძიმდა კირას მდგომარეობა… გულის მანკი აქვს, კი იცით…
გამთენიისას თურქეთში უნდა წავიდნენ, ეს იქნება მისი შობაც და აღდგომაც!
გემუდარებით! გევედრებით!
გააზიარეთ და ვისაც რა შეგვიძლია… დედამიწაზე რომ ანგელოზები ცხოვრობენ, მათთვის! ჩვენთვის! სიკეთისთვის და სიყვარულისთვის!
ანგარიშებს დავწერ ჩემსას და დილამდე რასაც მოვასწრებთ.
#GE32TB7609945061600014 თი ბი სი
#GE54BG0000000161381454საქ ბანკი“, – წერს სანდრო ელოშვილი.