LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„თქვენ აალაპარაკეთ მთელი მსოფლიო! თქვენ ამაყად გვატარეთ, მთელი ეს პერიოდი გერმანიის ქალაქებში! თქვენ ჩვენ გაგვაერთიანეთ! მადლობა“ – რას წერენ საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები ეროვნულ ნაკრებზე

158
საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები ნაკრებზე

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა თავის პირველ ევროპის ჩემპიონატში ასპარეზობა ესპანეთის წინააღმდეგ მერვედფინალურ ეტაპზე დაასრულა. მატჩი ესპანელების სასარგებლოდ 4:1 დასრულდა.

ეროვნული ნაკრების გუშინდელ თავგანწირულ ბრძოლას გამარჯვებისთვის არაერთი ცნობილი სახე ეხმაურება.

საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები სოციალურ ქსელში წერენ, რომ ეროვნულმა ნაკრებმა თავისი შემართებით და პროფესიონალიზმით- ისტორია დაწერა:

„მადლობა!!! თქვენ ისტორია დაწერეთ, ეს უკვე გამარჯვებაა, უძლიერეს გუნდს ვეთამაშეთ,
მომავალში უფრო გავძლიერდებით, მადლობა“ – წერს ლალი ტოტიკაშვილი.

მადლობა!!! თქვენ ისტორია დაწერეთ❤️🇬🇪 ეს უკვე გამარჯვებაა✊ უძლიერეს გუნდს ვეთამაშეთ, მომავალში უფრო გავძლიერდებით❤️🇬🇪 მადლობა❤️✊

Posted by Lali Totikashvili on კვირა, 30 ივნისი, 2024

მსახიობი და ტელესახე ია ფარულავა ეროვნულ ნაკრებს მადლობას უხდის და სოციალურ ქსელში წერს, რომ ამაყია:

„დიდი მადლობა ჩვენს ბიჭებს ვამაყობთ თქვენით ყველაფერი წინ არის !!! თქვენ გაგვაძლიერეთ ჩვენ და ამისთვის დიდი მადლობა გაუმარჯოს საქართველოს“ – წერს ია ფარულავა.

დიდი მადლობა ჩვენს ბიჭებს ვამაყობთ თქვენით ❤️🩷💖⚽️⚽️⚽️ყველაფერი წინ არის !!! თქვენ გაგვაძლიერეთ ჩვენ და ამისთვის დიდი მადლობა ⚽️⚽️⚽️გაუმარჯოს საქართველოს 🇬🇪🇬🇪🇬🇪

Posted by Ia Parulava on კვირა, 30 ივნისი, 2024

ესპანეთის ეროვნული ნაკრები გააკრიტიკა და ჩვენს ფეხბურთელებს მადლობა გადაუხადა მომღერალმა ლაშა ღლონტმა:

„კიტეს ფეხი მოტეხეს, თამაში არ გააჩერეს და მაგ დროს შეაგდეს, ასევე მიქაუტაძეს ფეხი მოტეხეს და მაშინაც არ გააჩერეს თამაში და შეაგდეს. კი ძლიერი გუნდია, მაგრამ არანაირი მორალი არ გააჩნიათ!!!! მადლობა ბიჭებს, ყველაფერი წინ გვაქვს“ – წერს ლაშა ღლონტი.

კიტეს ფეხი მოტეხეს, თამაში არ გააჩერეს, და მაგ დროს შეაგდეს, ასევე მიქაუტაძეს ფეხი მოტეხეს და მაშინაც არ გააჩერეს თამაში…

Posted by Lasha Glonti on კვირა, 30 ივნისი, 2024

მსახიობი, რუსკა ქარქაშაძე წერს, რომ ეროვნულმა ნაკრებმა საქართველოს გაერთიანება შეძლო:

„დიდი მადლობა ბიჭებო!!! ეს მარტო შეჯიბრი არ იყო …. თქვენ შექმენით პრეცედენტი! თქვენ დაგვიბრუნეთ იმედი და მოტივაცია! თქვენ აალაპარაკეთ მთელი მსოფლიო!
თქვენ ამაყად გვატარეთ, მთელი ეს პერიოდი გერმანიის ქალაქებში! თქვენ ჩვენ გაგვაერთიანეთ! მადლობა! და ეს მხოლოდ დასაწყისია!“ – წერს ქარქაშაძე.

დიდი მადლობა ბიჭებო!!! ეს მარტო შეჯიბრი არ იყო …. ✊🏻❤️ თქვენ შექმენით პრეცედენტი! თქვენ დაგვიბრუნეთ იმედი და…

Posted by Ruska Karkashadze on კვირა, 30 ივნისი, 2024

ტელესახე, თიკა ფაცაცია ამბობს, რომ მსგავსი სიხარული ერთად პირველად განიცადა და ფეხბურთელებს ამისთვის მადლობას უხდის:

„ამდენი სიხარული ერთად და ყველასი უკლებლივ პირველად განვიცადე… დავიჯერეთ ბევრი რამ ამ პატარა ბიჭების სიყოჩაღით და მადლობელო ვარ მათი ამ ბედნიერებისთვის“ – წერს თიკა ფაცაცია. 

ამდენი სიხარული ერთად და ყველასი უკლებლივ პირველად განვიცადე… დავიჯერეთ ბევრი რამ ამ პატარა ბიჭების სიყოჩაღით და მადლობელო ვარ მათი ამ ბედნიერებისთვის🇬🇪🇬🇪🇬🇪🇬🇪

Posted by Tika Patsatsia on კვირა, 30 ივნისი, 2024

„ღამის 3 საათია და თბილისში სიგნალების ხმა ისმის, წაგების ასე ღირსეულად მიღება რაღაც უცხოა, თავაწეული, დროშა-შემოხვეული ბიჭები და გოგონები დადიან ქუჩებში.. გერმანიიდან რომ მოვფრინავდი, ვფიქრობდი, ნეტავ ახლა სხვა ქართველები გამოფრინდნენ, უგულშემატკივროდ არ დატოვონ ნაკრები მეთქი, დღეს კიოლნში ისეთი ატმოსფერო იყო, ბიჭებს ალბათ თავი დინამო არენაზე ეგონათ“ – სპორტული კომენტატორი ანდრო ხელაძე

ნათია ფანჯიკიძე: „დიდი შანსია, რომ ამ ტურნირის ჩემპიონებთან დავმარცხდით, რაც ნამდვილად არ შეურაცხგვყოფს.. კიტე როგორი კონცერტმეისტერია და მამარდაშვილი, რომლის პერფორმანსი ადამიანურ ძალებს აღემატება, კაშია როგორი საიმედო კაცია, მადლობა კეთილშობილ მოთამაშეებს“