„მადლიერი ვართ ჩვენი ოჯახის წევრებისა და მეგობრების. თქვენ ჩვენი დღე დაუვიწყარი გახადეთ. მადლობა ჩვენი ბედნიერების გაზიარებისთვის“ – ამის შესახებ ტურისტული სააგენტო Travelfy-ს დამფუძნებელი, გიორგი მელიქიშვილი და მისი რჩეული გვანცა გოცირიძე სოციალურ ქსელში წერენ და ქორწილის ულამაზეს კადრებს გამომწერებს უზიარებენ.
წყვილს ქორწილი რამდენიმე დღის წინ იტალიაში, ტოსკანაში, ულამაზეს გარემოში ჰქონდა.
გიორგი და გვანცა გამომწერებისგან უამრავ მოწონებას და თბილ სურვილებს იღებენ.