LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თქვენ გააოცეთ მთელი სამყარო, არავის მისცეთ უფლება დაგყოთ – დონალდ ტუსკი ქართველ ხალხს

2114
tuski

მე მოგმართავთ თქვენ, არავის მისცეთ უფლება რომ დაგყონ, ყოველთვის იყავით ერთიანი – ამ სიტყვებით მიმართა ქართველ ხალხს ევროსაბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა ბათუმში მიმდინარე კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა“.

დონალდ ტუსკმა თქვა, რომ საქართველომ შეუძლებელი შეძლო და ერთიანი მიზნის ირგვლივ გაერთიანდა.

დონალდ ტუსკმა ვაჟა-ფშაველას წერილიდან ციტატა ქართულად წაიკითხა (ვიდეო)

ასი წლის წინ ჯერ კიდევ ბატონმა ვაჟამ ბრძანა ეს და ეს გლობალიზაცია გულისხმობდა ადამიანებისა და ქვეყნების დაახლოებას

„გულით მინდა ერთი რამ გითხრათ, მე როგორც ევროსაბჭოს პრეზიდენტმა და როგორც პოლონელმა: ჩემთვის საქართველო არა მხოლოდ მნიშვნელოვანი პარტნიორია ევროკავშირისათვის, არამედ როცა მე ვამბობ სიტყვა „საქართველოს“, მე ვგულისხმობ „თავისუფლებას“, როცა მე ვამბობ „საქართველოს“, მე ვგულისხმობ „სიამაყეს“, როცა ვამბობ „საქართველოს“, მე ვგულისხმობ „მამაცობას“. თქვენ პატარა ქვეყნა ხართ, მაგრამ უდიდესი ერი. თქვენ მიაღწიეთ შეუძლებელს, იმიტომ, რომ თქვენ ყველანირი განსხვავების მიუხედავად ერთიანი მიზნის ირგვლივ გაერთიანდით, თქვენ აშენებთ თავისუფალ სახელმწიფოს. თქვენ გააოცეთ ევროპა და მთელი სამყარო. მე მოგმართავთ თქვენ, არავის მისცეთ უფლება რომ დაგყონ, ყოველთვის იყავით ერთიანი, როგორც ერთი დიდი ევროპა“, – განაცხადა დონალდ ტუსკმა და სიტყვით გამოსვლა ქართულად დაასრულა სიტყვებით „გაუმარჯოს თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები