„თქვენ იცით, ვინ არის [საქართველოს] სათანადოდ არჩეული პრეზიდენტი“, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.
მილერმა უპასუხა ჟურნალისტ ალექს რაუფოღლუს კითხვას – „ვინ არის საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი?“
„თქვენ იცით, ვინ არის სათანადოდ არჩეული პრეზიდენტი“, – განაცხადა მეთიუ მილერმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად.
მეთიუ მილერი – რაც შეეხება იმას, თუ რა სანქციები იქნება და ვის წინააღმდეგ იქნება მიმართული, მოგიწევთ, დაელოდოთ ჩვენს ოფიციალურ განცხადებას
„როგორც იცით, მე არ ვისაუბრებ პოტენციურ სანქციებზე, რომელთა დაწესებასაც ვაპირებთ ქართველი თანამდებობის პირების ან საქართველოში მყოფი კონკრეტული პირების მიმართ“